უცხოეთი
როგოზინი: რფ-ში გამოცდილი ბალისტიკური რაკეტა „რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მკვლელი“ გახდება

rogozinსაქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები ვერ შეძლებენ ახალი რუსული კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის მოგერიებას, რომლის გამოცდამ გუშინ წარმატებით ჩაიარა. ამის შესახებ დიმიტრი როგოზინმა „სამოქალაქო უნივერსიტეტის“ პროექტის ფარგლებში გამართულ ლექციაზე განაცხადა. ვიცე-პრემიერმა ასევე ისაუბრა ზეზუსტ იარაღსა და სოციალური ქსელების მზარდ გავლენაზე.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებოდით, როგორ ჩაივლიდა გუშინდელი მოვლენა (ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა). მან წარმატებით ჩაიარა, ჩვენ გამოვცადეთ ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც მე „რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მკვლელს“ ვუწოდებ“, - განაცხადა როგოზინმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი  კვლავაც გააგრძელებს გაძლიერებას, რათა „უზრუნველყოს თავისი მოქმედების აბსოლუტური თავისუფლება იმ შემთხვევისათვის, თუ ქვეყანა აგრესიის საფრთხის წინაშე დადგება“.