უცხოეთი
როვნაგ აბდულაევი: „თუ სომხეთი გაზის საკითხში თხოვნით მოგვმართავს, უთუოდ დავეხმარებით“

abdulaevსაქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. აზერბაიჯანს შეუძლია სომხეთს გაზი მიაწოდოს, - ამის შესახებ ტელეარხ ANS-ს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განუცხადა.

აბდულაევის თქმით, აზერბაიჯანი ჰუმანური ქვეყანაა და აცნობიერებს საკუთარ როლს რეგიონული ლიდერის სახით. „თუ სომხეთი გაზის საკითხში დახმარების თხოვნით მოგვმართავს, უთუოდ დავეხმარებით“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველო აზერბაიჯანისგან 1000 კუბ/მ გაზს 230 დოლარად ყიდულობს, ამჟამად სომხეთი 1000 კუბ/მ გაზს რუსეთისგან 315 დოლარად ყიდულობს. უწინ  ერევანში რუსეთის საელჩოსთან აქცია გაიმართა რესპუბლიკაში მიწოდებული გაზის ტარიფების მატების წინააღმდეგ. აქტივისტები საელჩოსთან მივიდნენ პლაკატებით: „რუსეთო, წადი სომხეთიდან!“ და „გაზპრომო, წადი სომხეთიდან“. აქციის მონაწილეთა თქმით, გაძვირებას გარდუვალად მოჰყვება კომუნალური ხარჯების ზრდა და პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების მომატება.