სამართალი
საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ფაქტს გამოეხმაურა.
“ვკითხულობ ახლა მეგობრების პოსტებს და კომენტარებს... ხალხო, ამიხსენით, ნუთუ გჯერათ, რომ ავღანეთში ვინმე ძალით მიჰყავთ?! რიგი დგას წამსვლელების, ოღონდ ხელფასზე დარიცხვები მიიღონ! თქვენი დაუფიქრებელი, აბსურდული ეპითეტები მათ მხოლოდ უძლიერებს მოტივაციას და არარეალურ, ილუზორულ სამყაროში ამყოფებთ. რა გმირები და რის ვაჟკაცები, მონასპის ვაჟკაცობა ვინ გაიგონა?