საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. 9 ივნისს, გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკის სამხედრო თვითმფრინავით ჩამოასვენეს 6 ივნისს ავღანეთში ქართულ ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაღუპული 7 ქართველი სამხედრო მოსამსახურე.
აეროპორტში ჩამოსვენების ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის წევრები, ასევე, აშშ-ის ელჩი, სამხედრო ატაშე და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ და პატივი მიაგეს ავღანეთში დაღუპული გმირების ხსოვნას.
იმავე საღამოს, 19 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მეუღლესთან ერთად მიუსამძიმრა. "ბიჭები ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს შეეწირნენ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და სრულიად საქართველოს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
სამგლოვიარო ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |