გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის 7 ივნისს სამტრედიის რაიონის სოფელ ღვანირში ნიღბებითა და ცეცხლსასროლი იარაღით ყაჩაღურად თავს დაესხნენ რევაზ მ-ს ოჯახს, საიდანაც სხვადასხვა ნივთები წაიღეს.
სამართალდამცველებმა დანაშაული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში გახსნეს. დაკავებულების ჩხრეკის შედეგად ორი ერთეული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და გატაცებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს (იხილეთ ვიდეო).
გამოძიება ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსკ 179-ე მუხლის მე-2 და 236-ე მუხლის I და მე-2 ნაწილებით).
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ამხილეს 1971 წელს დაბადებული კობა ქ. აღნიშნულმა პირმა გორში, დავით აღმაშენებლის გამზირზე, რესტორან „ძმობის დუქანში“ მასთან ერთად სუფრასთან მყოფი 48 წლის შალვა არუნაშვილი ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულ-მკერდის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილს გორის ჰოსპიტალში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.დანაშაულში ბრალდებული კობა ქ-ს დასაკავებლად სპეციალური ოპერატიული ღონისძიებები ტარდება.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით).