პოლიტიკა
GEORGIAN FILM and MIKHAIL SAAKASHVILI PRESENT -TALIBAN JIHAD FOR GEORGIA: „მაგრამ ის ვერ იქცეოდა რიჩარდ ლომგულად, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია, თავისი ხალხის მოღალატე!“

jihad-pol-mtსაქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელდა კიდევ ერთი ვიდეოკლიპი TALIBAN JIHAD FOR GEORGIA, რომელიც ქართველებს განადგურებით ემუქრება და იწყება წარწერით: ქართული ფილმი და მიხეილ სააკაშვილი წარმოგიდგენთ. მასში იგივე მუქარაა გამოთქმული, რაც Youtube-ზე გავრცელებულ ვიდეოკლიპში TALIBAN JIHAD AGAINST GEORGIAN TROOPS IN AFGHANISTAN.

ეს იყო მდიდარი და აყვავებული ქვეყანა, სადაც ხალხი ამაყობდა თავისი ისტორიითა და კულტურით. ისინი ქმნიდნენ თავის მომავალს სხვისი დახმარების გარეშე, მაგრამ ჯადოსნური ზღაპარი დასრულდა, რადგან ის მოვიდა!

მან თავი წარმოიდგინა მესიად და ერის მამად. და ქაოსი დამკვიდრდა ქვეყანაში. შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ მშვიდობა არის ომი და პრეტენზია გაუჩნდა, ყოფილიყო უკანასკნელი ჯვაროსანი. მაგრამ ის ვერ იქცეოდა რიჩარდ ლომგულად, რადგან მხოლოდ და მხოლოდ მიხეილ სააკაშვილია, თავისი ხალხის მოღალატე!

მან დაიწყო ომი და თავისი ხალხი სასიკვდილოდ გაგზავნა უცხო ინტერესებისათვის. და მწუხარებამ დაისადგურა ქვეყანაში. რა ელის მის ხალხს მომავალში? დიდი ჯიჰადი!“ - ნათქვამია ვიდეორგოლში, რომელიც liveleak.com-ზეა განთავსებული.

jihad--pol-1 jihad-pol-2