საზოგადოება
არჩილ ჭყოიძე: “ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში - ოკუპანტები არიან!“

archil-saz-1საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. “ერეკლე მეორის საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე სამძიმარს უცხადებს ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების ოჯახებს დ აღნიშნავს, რომ ქართველი სამხედროების მსგავსი ფორმატით მონაწილეობა ISAF-ის სამშვიდობო მისიაში სრულიად დაუშვებელია.

“ავღანეთი არის ქვეყანა, რომელიც თავისთვის ცხოვრობდა, სანამ 28 ქვეყნის ალიანსი - ნატო დაესხმებოდა თავს! თქვენთვის ცნობილია, რომ ჩვენ ალიანსის წევრები არ ვართ, მაგრამ იქ ყველაზე დიდი კონტინგენტი გვყავს და ამით სერიოზულ საფრთხეს ვუქმნით არა მარტო ჯარისკაცებს, არამედ მთელ ქვეყანასაც, რადგან სავსებით შესაძლებელია მსგავსი ტერაქტის გამეორება საქართველოშიც!

ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ეს იმისათვის კეთდება, რომ მხარდაჭერა მივიღოთ, მაგრამ ჩვენი კონტინგენტი 2008 წელსაც იყო ავღანეთში და ერაყში, მაგრამ რა მივიღეთ, გარდა იმისა, რომ ამერიკამ პამპერსები და წყალი გამოგვიგზავნა?! რეალურად ჩვენ ოკუპანტები გამოვდივართ, რადგან ჩვენი ჯარები სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე დგანან, ამიტომ ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცები - ოკუპანტები არიან!“

«Тбилисская неделя»