აქტუალური
საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. 6 ივნისს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართულ ბაზასთან განხორციელდა ტერორისტული აქტი, რასაც მოჰყვა მსხვერპლი - დაღუპულია 7 ქართველი ჯარისკაცი. 7 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. „თავისუფალი საქართველო“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამ უმძიმესი დანაკლისის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
საქართველომ ავღანეთის მისიაში უკვე 28 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. ეს უდიდესი და უპატიებელი მსხვერპლი პირადად მიხეილ სააკაშვილის კისერზეა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას თავს მოახვია უცხო ქვეყნის ინიცირებულ სამხედრო კამპანიაში მონაწილეობა. სააკაშვილის დაწყებულ საქმეს პირნათლად აგრძელებს მოქმედი ხელისუფლებაც. საზოგადოება, თავისი დუმილით, ხელს უწყობს ჩვენი ჯარის ავღანეთში დარჩენას და ამ პროცესების თანამონაწილე ხდება.