უცხოეთი
ტერეშკოვა: „პირველი გაფრენა მარსზე „ერთ მხარეს“ იქნება

tereshkovaსაქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. მსოფლიოში პირველი კოსმონავტი ქალი, საბჭოთა კავშირის გმირი ვალენტინა ტერეშკოვა მიიჩნევს, რომ მარსზე პირველი პილოტირებული გაფრენა, სავარაუდოდ, მხოლოდ „ერთ მხარეს“ განხორციელდება.

„მარსი ჩემი საყვარელი პლანეტაა. რა თქმა უნდა, საოცნებოა მარსზე გამგზავრება და იმის გაგება, იყო თუ არა იქ სიცოცხლე. სპეციალისტები ალბათ ამაზე მუშაობენ. საჭიროა ხომალდი. სავარაუდოდ, მარსზე პირველი გაფრენები „ერთ მხარეს“ იქნება. მე ასე ვფიქრობ და მზად ვარ გავფრინდე“, - განაცხადა ტერეშკოვამ.