უცხოეთი
ვლადიმერ და ლუდმილა პუტინებმა განაცხადეს, რომ მათი ქორწინება დასრულდა

razvodსაქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. კრემლის სახელმწიფო სასახლეში  გაიმართული ბალეტი " ესმერალდას" ნახვის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა მეუღლე ლუდმილა პუტინამ, რომლებიც გასული წლის მაისის შემდეგ ეკრანებზე ერთად აღარ გამოჩენილან, ტელეარხ “როსია -24“-თვის მიცემულ გუშინდელ ინტერვიუში განაცხადეს, რომ მათი ქორწინება დასრულდა.

“დიახ, შეიძლება ითქვას, რომ რომ ეს ცივილიზებული განქორწინებაა“, განაცხადა ლუდმილა პუტინამ, ხოლო ვლადიმირ პუტინის თქმით, ეს გადაწყვეტილება მათ ერთობლივად მიიღეს.
პრეზიდენტის განცხადებით, ის და ლუდმილა განქორწინების შემდეგაც ახლო მეგობრებად რჩებიან. თავის მხრივ, ლუდმილა პუტინამ დაადასტურა, რომ მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და ძალიან მადლობელია ვლადიმერის, რომელიც აქამდე მხარში უდგას მასაც და შვილებსაც.
რფ-ის პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვლადიმერ და ლუდმილა პუტინებს განქორწინება ჯერ დოკუმენტურად არ გაუფორმებიათ.