საზოგადოება
„ფეისბუქის“ მომხმარებლები ლოზუნგით "დააბრუნეთ ქართველი სამხედროები საქართველოში" რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ყოფილ შენობასთან 15 საათზე შეიკრიბებიან. ამ დროისთვის აქციაში მონაწილეობის სურვილი 7000-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა.
„აქცია იქნება მდუმარე, არანაირი პროპაგანდა, არანაირი პოლიტიკა. ჩვენი მიზანია ქართველი სამხედრების სიცოცხლის დაცვა და არა რუსეთ-ნატოს ინტერესების განხილვა“, - ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.