აქტუალური
საქართველოს პრემიერ–მინისტრის სამძიმარი ავღანეთში მომხდარი ტერაქტის გამო

biz-samzimariსაქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო.

„უდიდესი მწუხარება მინდა გამოვთქვა იმ შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელიც თავს დაატყდა საქართველოს. ჰელმანდის პროვინციაში, ქართულ მოწინავე ბაზაზე მოხდა ტერორისტული თავდასხმა. დაიღუპა 6 სამხედრო მოსამსახურე –  კაპრალი თეიმურაზ ორთავიძე, კაპრალი გიორგი ადამოვი, პირველი კლასის რიგითი ზურაბ გურგენაშვილი, რიგითი მიხეილ ნარინდოშვილი, რიგითი ბორის ცუგოშვილი და პირველი კლასის რიგითი ზვიად სულხანიშვილი. პირველი კლასის რიგითი გიორგი ღუჭაშვილი მოყოლილია ნანგრევებში და ამ წუთებში მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. დაჭრილია 9 სამხედრო მოსამსახურე. დაჭრილი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე. სამძიმარს ვუცხადებ და თანავუგრძნობ მთელ საქართველოს, ვიზიარებ თითოეული ჯარისკაცის ოჯახის უდიდეს ტკივილს, ტკივილს, რომელსაც ვერაფერი გაანელებს“, - ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.