უცხოეთი
ალექსეი მუხინი: „ყარაბაღში ომის გაჩაღების შემთხვევაში მოსკოვი სომხეთის წინაშე თავის ვალდებულებებს შეასრულებს“
aleksei-muxinსაქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. პოლიტიკური ინფორმაციის ცენტრის (მოსკოვი) ხელმძღვანელმა ალექსეი მუხინმა ინტერვიუ მისცა vesti.az-ს, სადაც განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების განახლება შესაძლებელია მხოლოდ ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში. „სამწუხაროდ, კონფლიქტის ეს წერტილები ერთმანეთთან დაკავშირებულია. საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში ცოტა რამეს თუ შეცვლის, თუმცა სადავო ტერიტორიების გარშემო კლიმატის გაუარესების პროვოცირებას მოახდენს“, - განაცხადა მუხინმა და დასძინა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთი მშვიდობისმყოფელის პოზიციაზე დადგება. „კრემლი ყველაზე ნაკლებად არის დაინტერესებული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული კონფლიქტის გაჩაღებაში. თუმცა მოსკოვს გარკვეული ვალდებულებები აკისრია სომხეთის წინაშე და ის მათ შეასრულებს“, - აღნიშნა მუხინმა.