უცხოეთი
საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. ანა კარენინას როლის შემსრულებელი კირა ნაიტლი საოცრად ძუნწი აღმოჩნდა. 28 წლის ლამაზმანი თურმე ყველაფრის ეკონომიას ეწევა. მთელი გასული წლის განმავლობაში მას ერთხელაც არ შეუძენია ტუჩსაცხი, სუნამო, პუდრი ან თვალის ჩრდილი, საერთოდ არანაირი კოსმეტიკური საშუალება. ამ ყველაფერს მუქთად, კავშირებისა და სარეკლამო კონტრაქტების მეშვეობით იღებდა.