სამართალი
ბარნოვი: „პრემიერმა აგდებული დამოკიდებულება გამოავლინა უშიშროების საბჭოს მიმართ“

barnoviსაქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. უშიშროების საბჭოს მდივან გიგა ბოკერიას განმარტებით, რომელიც მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, სხდომამ ძალიან საქმიანად და სასარგებლოდ ჩაიარა. მთავარი განსახილველი საკითხები საოკუპაციო ხაზის გადმოწევას/ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასა და არაღიარების პოლიტიკას ეხებოდა.

მან ასევე წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ პრემიერი აღნიშნულ სხდომას ვერ დაესწრო.

იმედი გვაქვს, რომ მომავალში ის თავის გრაფიკთან შეათავსებს ასეთი შეკრებების დროს და ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორც არის საოკუპაციო ხაზის გადმოწევა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს ეხება და ქმნის საფრთხეს ჩვენი სუვერენიტეტის, ასეთ საქმიან შეხვედრაზე განხილვაში პრემიერიც მიიღებს მონაწილეობას", - აღნიშნა ბოკერიამ.

უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა გააკეთა და განაცხადა, რომ პრემიერმა აგდებული დამოკიდებულება გამოამჟღავნა უშიშროების საბჭოს მიმართ.

„ძალიან სამწუხაროა, რომ პრემიერი არ იყო, კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ მან გააკეთა განცხადებები, სადაც აგდებული დამოკიდებულება გამოავლინა ამ საბჭოსთან მიმართებაში“, - აღნიშნა ბარნოვმა.