სამართალი
ხუხაშვილი: „რუსეთის დიაგნოზი უკვე დასმულია“

xuxaსაქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილის განცხადებით, რომელიც მან უშიშროების საბჭოს გუშინდელი სხდომის კომენტირებისას გააკეთა, რუსეთის დიაგნოზი უკვე დასმულია.

ხუხაშვილის თქმით, საეჭვოა, რომ „ამ შეხვედრაზე რაიმე პრინციპული საკითხი გადაწყდა. არსებობს ორი კურსი რუსეთთან მიმართებაში. რუსეთის დიაგნოზი უკვე დასმულია. თუმცა ერთია დიაგნოზი და მეორე – მოქმედების ტაქტიკა. ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით საპრეზიდენტო ფრთის ტაქტიკა და ახალი ხელისუფლების ტაქტიკა ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა შეთანხმების მიღწევა შეუძლებელია”, – განაცხადა ხუხაშვილმა.