სამართალი
“მიხარია, რომ შეხვედრა იყო კონსტრუქციული. თემები იყო არსებითად მნიშვნელოვანი. პრეზიდენტმა გაგვიზიარა თავის გამოცდილება, მოგზაურობების შედეგად მიღწეულ შედეგებზე იყო საუბარი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, რომელიც ასევე გამოეხმაურა უშიშროების საბჭოს გუშინდელ სხდომას, „ძალიან დასანანია, რომ ამ უმნიშვნელოვანეს რგოლს ხელმძღვანელობს ის ადამიანი, რომელიც დღეს მეთაურობს, მაგრამ ეს დროებითია. მთავარი არის ის, რომ ამ დროებითობაში, ნოემბრამდე არავის დაგვავიწყდეს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთაგან არაერთი ბრძანდებოდა შეხვედრაზე, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ორგანო“.