პოლიტიკა
ღარიბაშვილი: „ჩვენ განვიხილეთ ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხები“

Raribaსაქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დადებითად შეაფასა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გუშინ გამართული უშიშროების საბჭოს სხდომა და აღნიშნა, რომ სასურველი იქნებოდა, ის აქამდეც ჩატარებულიყო.

"სხდომაზე განვიხილეთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები, როგორიც არის ქვეყნისა და საზოგადოების უსაფრთხოება. მივიჩნევ, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გახსნა, რომლის განცხადებითაც, სხდომის დღის წესრიგი „განპირობებულია პროვოკაციებით, რომლებსაც რუსეთის ფედერაცია აწყობს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, და ასევე იმ თემებით, რომლებიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის დამპყრობლის მცდელობებს, იაროს სხვადასხვა ქვეყანაში და მოიპოვოს მისი ოკუპაციის უკანონო აღიარება“. სააკაშვილის თქმით, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ასეთი შეკრებები მუდმივად უნდა გაგრძელდეს.