საზოგადოება
თეა წულუკიანი კოტე კუბლაშვილს დებატებში იწვევს

kubსაქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილს დებატებში იწვევს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, დებატები 9 ივნისს დაგეგმილ მოსამართლეთა კონფერენციას ეხება.

„იუსტიციის მინისტრი თვლის, რომ დაუშვებელია, მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფების შეცდომაში შეყვანის მიზნით, გამოგონილი მიზეზებით, ორგანიზებულ ღონისძიებებზე მათი ქალაქგარეთ გაყვანა და იქ მოსამართლეთა დარწმუნების მცდელობა, რომ თუკი ისინი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ შემადგენლობას მხარს დაუჭერენ, ამით მათ საფრთხე შეექმნებათ", - ნათქვამია განცხადებაში.

თავის მხრივ, კუბლაშვილი აცხადებს, რომ მოსამართლეებთან მისი შეხვედრა მინისტრსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ეხება. „მე მაქვს უფლება, ნებისმიერ დროს შევხვდე მოსამართლეებს, მეორე საკითხია, აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს რამდენად აქვს უფლება, მოსამართლეებს შეხვდეს და თავისი მოსაზრებები საიდუმლოდ გაუზიაროს,“ - განაცხადა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.