საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან კატასტროფული რადიაციული ფონია!

radiacia-mtსაქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. გაზეთ „ალიას“ ცნობით,  სოლოლაკში, კონკრეტულად - ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიდამოებში რადიაციული ფონი დასაშვებ ნორმაზე გაცილებით მაღალია, ანუ საშიშ ზღვარს კარგა ხანია გადაცდა. ქიმიკოს ია გიგიბერია თქმით, ეს არის შემთხვევითი სენსაციური აღმოჩენა.

„ზედაპირული წყლების რადიაციული რუკა საქართველოში არასოდეს ყოფილა გაკეთებული. 1820 წელს იმუშავეს ამ თემაზე, მაგრამ ასეთი ხელსაწყოები და აპარატურა არ იყო მაშინ. მე დავიწყე რადიაციის გაზომვა ზედაპირულ წყლებში, ათი ნიმუში ავიღე, ძალიან მგრძნობიარე აპარატით ვმუშაობ - “რად 7”. გარემოს დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, რადიაციის დასაშვები დოზა გახლავთ 0,1 ბეკერელი 1 ლიტრ წყალზე. დავიწყე რადიაციული დონის შესწავლა და გავაკეთე ქიმიური ანალიზი. გაოგნებული ვარ, ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ სოლოლაკში და, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან რადიაციული ფონი არის 110 ბეკერელი 1 ლიტრ წყალზე. ეს უკვე კატასტროფაა!. ჩემი ინფორმაციით, ბიზნესცენტრში ამ წყაროს წყლებს ხმარობენ. ამ შემთხვევაში წყლის ოხშივარის ჩასუნთქვა გაცილებით საშიშია... თუ რადიაციული ნივთიერება განგებ არის დაგდებული, ამ შემთხვევაშიც ყველაფერს გავიგებთ. როდესაც ბიძინა ივანიშვილი ბიზნესცენტრს აშენებდა, როგორც ვიცი, იაპონელი მშენებლები ჰყავდა ჩამოყვანილი, დავიჯერო, მათ წყლებისა და ნიადაგის კვლევები არ ჩაატარეს?”, - განაცხადა ია გიგიბერიამ.

radiacia-qvemot