აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კახი კავსაძის და გივი ბერიკაშვილის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

msax-mtსაქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კახი კავსაძის 78 წლის და გივი ბერიკაშვილის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. საიუბილეო ღონისძიება თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის "უკვდავთა თაღში" საქართველოს სახალხო არტისტების, კახი კავსაძისა და გივი ბერიკაშვილის ხელის ანაბეჭდების მემორიალის გახსნით დაიწყო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იუბილეს მეუღლესთან ერთად დაესწრო. მან მადლობა გადაუხადა ცნობილ ქართველ მსახიობებს ქართულ ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ ამაყობს მათთან მეგობრობით.
კახი კავსაძის 78 წლის და გივი ბერიკაშვილის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო.

msax-1 msax-2
msax-3 msax-4
msax-5 msax-6
msax-7 msax-8
msax-9 msax-10
msax-11 msax-12