აქტუალური
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 5 ივნისს, გამთენიისას, ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას ვახტანგ ოსაძეს ბლაგვი საგნით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაშავებული ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილთან ახლოს დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს სსსკ-ის 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.