მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა „მის მოსკოვის“ ტიტული მოიპოვა
საქართველო, 5 ივნისი,
საქინფორმი. კონკურს „მის მოსკოვი-2013“-ის გამარჯვებული მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, 21 წლის
დარია ულიანოვა გახდა.
“მის მოსკოვს“ სპორტული სამეჯლისო ცეკვები, ფიტნესი, სირბილი და ქარგვა იტაცებს. ის თავისუფლად ფლობს ინგლისურ და გერმანულ ენებს.
შეჯიბრში 33 კონკურსანტი მონაწილეობდა.