სამართალი
უშიშროების საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სხდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოიწვია და მასზე შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის გადმოწევასა და ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.
ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს პრეზიდენტი თავმჯდომარეობს. საბჭოს მუდმივი წევრები არიან: პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების მუშაობაში უშუალოდ მონაწილეობს პარლამენტის თავმჯდომარე.
უცნობია, მიიღებს თუ არა პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გიგა ბოკერიას მიწვევას უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასასწრებად.