საზოგადოება
თუთბერიძე: „შაშკინისნაირი დებილები რომ ჰყავდათ მინისტრებად, იმიტომაც დაგვასხდნენ თავზე ქოცები!“

tutberidze_teaსაქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. თავისუფლების ინსტიტუტის წევრი თეა თუთბერიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა განათლების ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებსა და ახალაია-მერაბიშვილის დაპირისპირებას "ნაციონალურ მოძრაობაზე" გავლენის მოხდენა არ შეუძლია, რადგან მერაბიშვილის პოლიტიკურ წონას ახლოს ვერ დააყენებ იმ წონასთან, რომელიც აქვს ბაჩო ახალაიას.

"ვაი რა ყ . . ხარ შე უბედურო შენ!!! შენისთანა დებილები რომ ჰყავდათ მინისტრებად, იმიტომაც დაგვასხდნენ თავზე ქოცები. მოვა დრო და შენც უნდა მოგეთხოვოს პასუხი იმ იდიოტობების კეთებისთვის რაც განათლების სისტემაში და თავდაცვაში აკეთე. ოღონდ ჩვენ უნდა მოგთხოვოთ მაგ ყველაფერზე და თან ძალიან მკაცრად!!!

ეს იმდენად დებილია, თვითონ ვერ ხვდება, მაგრამ იქნებ ვინმემ ურჩიოს მოკეტოს, თუ არა ძალიან ცუდ საქმეს უკეთებს ვანოს ამ იდიოტობების ლაპარაკით", - წერს თუთბერიძე.