ამასთან, მედვედევმა ხაზი გაუსვა, რომ ბლოკის ახალი მონაწილეები, რომლებიც რუსეთის საზღვრებთან იმყოფებიან, ძალების განლაგებას ცვლიან, ამიტომ რუსეთი ვალდებული იქნება, ალიანსის გაფართოებაზე რეაგირება მოახდინოს.
“საქართველომ აირჩია ნატოსთან ინტეგრაციის გზა და მასზე უარის თქმას არ აპირებს“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ რფ-ის პრემიერის ზემოთ მოყვანილი განცხადების კომენტირებისას.
“ჩვენმა ხალხმა, 75%-ზე მეტმა, მხარი დაუჭირა ნატოში შესვლას, როგორც ჩვენი უსაფრთხოების გარანტიას, ჩვენ ამ დაკვეთას ვასრულებთ და ალიანსში მივისწრაფვით“, - ხაზი გაუსვა მან.
(ალასანია არაკორექტულია, თუ 2008 წლის იანვრის პლებისციტს გულისხმობს, რადგან რეფერენდუმი საქართველოს ნატოში გაწევრების საკითხზე არ ჩატარებულა. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა, რადაც გვევლინება პლებისციტი, შესაძლოა მხოლოდ ეგზიტპოლებს შევადაროთ, და არავითარ შემთხვევაში - საყოველთაო-სახალხო ხმის მიცემას, როგორიც არის რეფერენდუმი! - საქინფორმი).
ალასანია მიიჩნევს, აგრეთვე, რომ მომავალში რუსეთთან კეთილმეზობლური თანაარსებობა სავსებით შესაძლებელია და საქართველოს ახალი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რუსეთთან ურთიერთობის მოსაწესრიგებლად: “წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, საქართველო სიფრთხილით ეკიდება რუსეთს და ყველა ზომას მიიღებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ წამოეგოს პროვოკაციაზე“.