აქტუალური
ოთხშაბათის სესია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომით დაიწყება.
მეორე დღეს დაგეგმილია შეხვედრა ISAF-ში მონაწილე ალიანსის არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან, სადაც საუბარი შეეხება კოალიციური ძალების მიერ ავღანეთის ეროვნული ძალებისთვის ქვეყნის უსაფრთხოების გადაბარებასა და 2014 წლის შემდეგ წვრთნისა და დახმარების მისიის საკითხებს.
თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ალასანიამ ხორვატიის თავდაცვის მინისტრ ანტე კოტრომანოვიჩთან გამართა შეხვედრა. როგორც ანტე კოტრომანოვიჩმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე აღნიშნა, ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.