აქტუალური
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამტრედიის რაიონის სოფელ მიწაბოგირაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიხეილ გ. და მასთან ერთად მყოფი მირიან ლ. დააკავეს. მირიან ლ-ს პირადი ჩხრეკისას – 14 აბი, მიხეილ გ-ს პირადი ჩხრეკისას - 3 აბი და 2 ნატეხი, ხოლო მისი სახლის ჩხრეკისას 30 აბი ნარკოტიკულისაშუალება ბუპრენორფინის შემცველი პრეპარატი სუბოქსონი ამოიღეს (უყურეთ ვიდეოს).
დანაშაულში ბრალდებული მესამე პირი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს. შავლეგ ფ-ს პირადი ჩხრეკისას 50 აბი ნარკოტიკულისაშუალება სუბოქსონი ამოიღეს.
გამოძიება მირიან ლ-ს მიმართ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”ქვეპუნქტით), ხოლო შავლეგ ფ-სა და მიხეილ გ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.