უცხოეთი
საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. სირიის შეიარაღებულმა ოპოზიციამ რუსეთს სირიის კონფლიქტში საერთაშორისო ჩარევისათვის ხელის შეშლის მცდელობის შეწყვეტა მოსთხოვა და ლიბანის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებით დაიმუქრა. ამის მიზეზად იქცა რუსეთის მიერ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს განცხადების დაბლოკვა ქალაქ ელ-კუსეირში მიმდინარე მოვლენების თაობაზე, სადაც სამთავრობო ჯარებმა ოპოზიციის ბოევიკებზე იერიში მიიტანეს.