უცხოეთი
საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ისრაელის სამხედრო მოსამსახურე ქალებს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ „უღირსი საქციელის“ გამო. გოგონებმა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ნიუს სტილის ფოტოსესია მოაწყვეს. ისინი თითქმის მთლიანად გაშიშვლდნენ, სამაგიეროდ, თავზე ჩაფხუტები დაიტოვეს. თუმცა, ყაზარმაში პოზირებით ფოტოსესია არ დასრულებულა.
ახალწვეულმა გოგონებმა სამხედრო ნაწილის ეზოში გადაინაცვლეს, სადაც შიშველი საჯდომებისა და სხეულის სხვა ნაწილების დემონსტრირება მოახდინეს. შემდეგ კი ფოტოსურათები სოციალურ ქსელში გამოფინეს.
![]() |