უცხოეთი
თურქეთში დაზარალებულთა რიცხვმა 3 ათასს მიაღწია

turciaსაქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. თურქეთში მომხდარ არეულობებში დაზარალებულთა რიცხვმა ორი დღე-ღამის განმავლობაში 3.195 კაცი შეადგინა.

უწინ იტყობინებოდნენ, რომ დაზარალდა 536 ადამიანი.

CNN-ის მონაცემებით, 26 დაჭრილი მძიმე მდგომარეობაშია, საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას დაშავებული ერთი ადამიანი დაიღუპა.

თურქეთში რამდენიმე დღეა გრძელდება საპროტესტო აქციები ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, გაკაფონ თაქსიმის რაიონში მდებარე გეზის პარკი, მის ადგილზე კი სავაჭრო-გასართობი ცენტრი აშენდეს. საპროტესტო აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭირეს თურქეთის პროვინციების ნახევარმა და ევროპის ქვეყნებში მცხოვრებმა თურქებმა. ანკარაში დემონსტრანტები მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.