საზოგადოება
„ჩვენ ხელისუფლების ხელში აღების ნიშნები არ გვქონია. ეს იყო შეხსენება და ვალდებულება იმის, რაზედაც ააგო წინასაარჩევნო კამპანია ახალმა ხელისუფლებამ. მოვითხოვთ დაზარალებულების უფლებების აღდგენას. ამ პრობლემებს იქ შეკრებილი ხალხისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ისინი ვერ გაჩერდებიან, ან სიკვდილი, ან ეს პრობლემები. მათ მეტი გზა არ აქვთ“, – განაცხადა კაკაბაძემ, რომელიც ფიქრობს, რომ ხელისუფლება მაინც იზრუნებს ხსენებული პრობლემის მოგვარებაზე.
„წინა ხელისუფლება დამნაშავეა, რომ არ დააწესა ზღვარი ბანკებისა და კერძო იპოთეკარებისთვის, სამაგიეროდ ხდებოდა მათი კერძო ვოიაჟების და წინასაარჩევნო კამპანიების დაფინანსება, ამიტომ მოვითხოვთ, რომ რეჟიმი უნდა გასამართლდეს“, – განაცხადა უფლებადამცველმა.