საზოგადოება
პრემიერი ივანიშვილი: „ის, რომ მეუფეებს მანქანებს უნიშნავდნენ, არ არის სწორი“

eklesia-bizსაქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ის, რომ სასულიერო პირებს მანქანები გამოეყოფოდათ და სახელმწიფო კონკრეტულ  საკითხებში ერეოდა, სწორი არ იყო.

ამის შესახებ პრემიერმა „პრაიმ-თაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა.

„ის, რომ მეუფეებს მანქანებს უნიშნავდნენ და კონკრეტულ თემებში ერეოდა სახელმწიფო, არ არის სწორი. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ეკლესია გავხადოთ მაქსიმალურად დამოუკიდებელი. ეკლესიას აქვს დიდი როლი, მაგრამ არც აქ უნდა გადავაჭარბოთ. ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს. დაფინანსების პრინციპი უნდა შეიცვალოს, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის შიდა საქმეებში", - განაცხადა პრემიერმა.