პოლიტიკა
საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მმართველ კოალიციასაც რომ მოუნდეს, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება წელს რეალური არ არის.
ამის შესახებ პრემიერმა „პრაიმ-ტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. "არ ვიცი, დღეს რამდენად აქტიურად დგას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საკითხი. ეს ვერ მოხდება ისე, რომ ვიღაცას მოუნდა, კოალიციასაც რომ მოუნდეს, იმ შემთხვევაშიც კი. მე ამის რეალურ შესაძლებლობას დღეს ვერ ვხედავ. ამის შესაძლებლობა ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, მაგრამ ის ქუჩაში გამოვიდა და ხალხს შესჩივლა. რა თქმა უნდა, ანეკდოტური იყო ეს სიტუაცია. ამიტომაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები წელს რეალობა არაა. მომავალში როგორ განვითარდება, არ ვიცი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.