როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, დღეს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა რომან ბერიძე, კახა რობაქიძე, სოლომონ ბუაძე და ბადრი ბუცხრიკიძე დააკავეს, რომლებიც განზრახ მკვლელობასა და ქურდობაში არიან ეჭვმიტანილები.
შსს-ს განმარტებით, 2009 წლის 19 თებერვალს ჯემალ უკლება და კახა რობაქიძე რომან ბერიძის მიერ გადაცემული გასაღებით შევიდნენ ოლგა ევგენიძის ბინაში. გაგუდეს ქალბატონი და გაიტაცეს 9 000 აშშ დოლარი, 13 000 ლარი და 150 ევრო, რის შემდეგაც ნაქურდალი თანხა გაინაწილეს სოლომონ ბუაძის საცხოვრებელ ბინაში. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის დააკავეს სოლომონ ბუაძე და ბადრი ბუცხრიკიძე. ტარდება ღონისძიებები ჯემალ უკლებას დაკავების მიზნით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 109-ე, 376-ე და 177-ე მუხლებით. საქმეს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველო იძიებს.