აქტუალური
თბილისი: ნატოს ასპირანტი ქვეყნების სემინარი

natoსაქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ნატოს კვირეულის ფარგლებში, საერთაშორისო სემინარი „საზოგადოების ცნობადობის ამაღლება ნატო-ს შესახებ“ გაიხსნა. სიტყვით გამომსვლელებს შორის იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ქაროსანიძე.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, იმიტომ, რომ გვაძლევს საშუალებას საზოგადოებას მივაწოდოთ უფრო მეტი ინფრმაცია ნატოსა  და ნატო-საქართველოს ურთიერთობის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობის გააქტიურებას. დღეს, მე ვისაუბრე ISAF-ში ჩვენი მონაწილეობის შესახებ თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სტრატეგიაზე. თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიაა მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას იმის შესახებ, თუ რატომ ვმონაწილეობთ ნატოს ეგიდით წარმოებულ მისიაში და  გავცეთ პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით ჩნდება“ - აღნიშნა თამარ ქაროსანიძემ.

ნატოს კვირეული ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით იმართება. სასტუმრო  „ქორთიარდ მერიოტში“ მიმდინარე  ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეები ბრიგადის-გენერალი ვახტანგ კაპანაძე, პოლკოვნიკები ლაშა ბერიძე და ვლადიმერ ჩაჩიბაია, ასევე, ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტი, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე დაესწრნენ.