აქტუალური
პრემიერმა მადლობა გადაუხადა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ჯეიმს აპატურაის ინტეგრაციის პროცესში პირადი ჩართულობისთვის.
საუბარი შეეხო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში. გამოითქვა მოსაზრება, რომ აღნიშნული ვიზიტი ჩრდილოატლანტიკური საბჭოსთვის (NAC) იქნება კარგი შესაძლებლობა, რათა ადგილზე გაეცნოს საქართველოში მიმდინარე პროცესებს და კიდევ ერთხელ დააფიქსიროს საქართველოს ინტეგრაციის კურსისა და რეფორმების მიმართ ალიანსის მხარდაჭერა.