უცხოეთი
საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. ეგვიპტის სანაპირო დაცვამ 10 უცხოელი დააკავა, რომლებიც ქალაქ ჰურგადას მახლობლად მდებარე ერთ-ერთ კუნძულზე პორნოგრაფიის გადაღებაში მონაწილეობდნენ, - განაცხადა კვირას ელექტრონულმა პორტალმა „ალ-მასრი იალ იაუმ“. შიშველი მამაკაცებისა და ქალების კომპანია პორნოფილმის გადაღებისას ეგვიპტის საზღვაო მესაზღვრეთა ერთ-ერთმა პატრულმა შენიშნა. მსახიობები და გადამღები ჯგუფი ტურისტულ პოლიციას გადასცეს და პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, სადაც სასამართლო უნდა გამართულიყო. „ალ-მასრი იალ-იაუმის“ ცნობით, დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან.