სამართალი
პრემიერი ივანიშვილი: „არ მომეწონა, რაც სპორტის სასახლეში მოხდა“

1-prime-minister-of-geoსაქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას 19 მაისს სპორტის სასახლეში უფლებადამცველთა გაერთიანება  „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" მიერ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით ორგანიზებული აქცია არ მოეწონა.

ამის შესახებ პრემიერმა „პრაიმ-ტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა და დასძინა, რომ „რაღაც ძალებს უნდათ, სახელმწიფოს ფუნქცია შეასრულონ და ნაწილობრივ მაინც ჩაენაცვლონ".

ნებისმიერი ქუჩაში გამოსვლა, როგორც წესი, ხელისუფლებას მიანიშნებს, რომ ხალხს რაღაც არ მოსწონს ძალიან ბევრი ვერ ახერხებს ობიექტურად გააანალიზოს სიტუაცია, ვიღაცას კი უნდა, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინოს ზედმეტად. დემოკრატიული სახელმწიფო იმისაა, რომ ყველას ჰქონდეს აზრის გამოხატვის საშუალება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს თბილისში, სპორტის სასახლეში, უფლებადამცველთა გაერთიანების  „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის"  ორგანიზებით ჩატარებულ მასშტაბურ შეკრებაზე პოლიტპატიმრებმა და მათმა მხარდამჭერებმა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა დასჯა კიდევ ერთხელ მოითხოვეს.