სამართალი
საქართველო, 3 ივნისი, საქინფორმი. „საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია“ - სტატიას ამ სათაურით ამერიკული გამოცემა „ვაშინგტონ პოსტი“ აქვეყნებს.
პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს ახალი პრემიერი ივანიშვილი, რომელმაც 2003 წლის “ვარდების რევოლუციის“ ლიდერები ოქტომბრის დემოკრატიულ არჩევნებში დაამარცხა, იმავე ნაბიჯებს დგამს, რასაც 2010 წელს არჩევნებში გამარჯვებული უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი. სარედაქციო კოლეგიის წერილში საქართველოს ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის დაპატიმრებას უკრაინის ექს-პრემიერ იულია ტიმოშენკოს დევნას ადარებენ.“პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თანამოქალაქეებს არწმუნებს , რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა და ის დასავლეთთან ურთიერთობას ზიანს არ მიაყენებს. სამწუხაროდ, არც ობამას ადმინისტრაციას და არც ბრიუსელს ამის ღია უარყოფა არ მოუხდენია... ლაპარაკი იმაზე, თითქოს მერაბიშვილს პოლიტიკური მიზეზებით არ დევნიან, ისევე სარწმუნოა, როგორც იმის მტკიცება, რომ უკრაინის ოპოზიციის ლიდერი სამსახურებრივი გადაცდომის გამოა ციხეში“, - წერს გამოცემა.
„ვაშინგტონ პოსტი“ დასავლეთის ქვეყნების მთავრობების მოუწოდებს, მკაფიოდ განაცხადონ, რომ “საქართველოსთვის დასავლეთის კარი დაიხურება, თუ ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების დევნას გააგრძელებს“.