პოლიტიკა
"ნათლად ჩანს, რომ ეს არის რუსეთის ფედერაციის მიერ აღებული ვალდებულებების დარღვევა. საერთო ჯამში, ეს არის მოვლენების ნეგატიური განვითარება, ჩვენ ძალიან მტკიცედ ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე, რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები კი არასწორი მიმართულებით მიდის. საქართველო უნდა იყოს ღრმად დარწმუნებული ნატოს მხარდაჭერაში ამ მიმართულებით. შექმნილი მდგომარეობა გულგასატეხია და იმედგაცრუების საბაბია, იმ ფონზე, როდესაც იყო მცდელობები რუსეთთან საქართველოს მხრიდან ურთიერთობის გაუმჯობესების. ჩვენ ვდგავართ, თქვენ გვერდით ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ერთად და ვგმობთ იმ ფაქტს, რაც ხდება რეგიონში", - განაცხადა აპატურაიმ.
დღეს, გამთენიისას, საქართველოში ნატოს კვირეულში მონაწილეობის მისაღებად ჯეიმს აპატურაი თბილისს ეწვია. იუსტიციის სახლში იგი უკვე შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს. დაგეგმილია შეხვედრა უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძესთან.