აქტუალური
მიმართვის ავტორები შეახსენებენ სახელმძღვანელოს შემდგენლებს, რომ ისტორიული წყაროები აჭარას (რომლის ადმინისტრაციული ცენტრი გახლავთ ბათუმი) ჯერ კიდევ მე-8 საუკუნეში მიაკუთვნებდნენ ბაგრატიონთა სამფლობელოს, მე-11 საუკუნიდან ის ერთიანი ფეოდალური ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა, მე-16 საუკუნეში აჭარა ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო, მაგრამ 1878 წლის ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილების საფუძველზე აჭარა სხვა ისტორიულ ქართულ მიწებთან ერთად საქართველოს შემადგენლობაში შევიდა. 1921 წლის 13 ოქტომბრის ყარსის ხელშეკრულებით, აჭარა საქართველოს შემადგენლობაში დარჩა და მას ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი მიენიჭა.
“ამის შემდეგ აჭარის საკითხზე არავითარი წერილობითი შეთანხმება ან ხელშეკრულება საქართველოსა და თურქეთს შორის არ დადებულა“, - ნათქვამია მიმართვაში.