აქტუალური
პრემიერი ივანიშვილი: “რა დავუთმეთ ჩვენ რუსეთს?!“

1-axali-BIZსაქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რომელიც მან გუშინ ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გააკეთა, ტერიტორიები „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააჩუქა, ხოლო „ქართული ოცნება“ მათ დაბრუნებაზე ზრუნავს. მთავრობის მეთაურმა ეს ერთ-ერთი მაყურებლის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც ახალი ხელისუფლება რუსეთთან "რბილი რიტორიკის" გამო გააკრიტიკა და მოსკოვთან დათმობებში დაადანაშაულა.

"რა დავუთმეთ ჩვენ რუსეთს?! არაფერი გვაქვს დასათმობი და არც არაფრის დათმობას ვაპირებთ. რაც შეეხება რიტორიკას, რა მივიღეთ იმ რიტორიკით, რომელიც წინა ხელისუფლებას ჰქონდა, ხომ ნახეთ?! ახლა ისე აბრუნებენ ყველაფერს, თითქოს ტერიტორიები ჩვენ დავკარგეთ. რადგან რუსეთთან დიპლომატიური საუბარი დავიწყეთ, "ნაციონალური მოძრაობა" ცემს ყიჟინას, თითქოს რამეს ვაჩუქებთ. ტერიტორიები უკვე გააჩუქეს მათ და ჩვენ დაბრუნებაზე ვზრუნავთ. გაჩვენებთ, რომ დავიბრუნებთ. ცოტა დაელოდეთ და რამდენიმე წელიწადში ყველაფერს აღვადგენთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.