აქტუალური
“ქართული ოცნება“ - 55,1%, “ნაციონალური მოძრაობა“- 11,1%

1-logo-geსაქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა პოლიტიკური შეხედულებების კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა. 24 აპრილი-4 მაისს ჩატარებული კვლევისას 2400-მდე რესპონდენტი გამოიკითხა. შეკითხვაზე - ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელი პოლიტიკური ორგანიზაციის კანდიდატს დაუჭერდით მხარს, რესპონდენტთა 55.1%-მა უპასუხა - კოალიცია ქართულ ოცნებას“, ნაციონალურ მოძრაობას“ ხმა მისცა 11,1 %-მა, სამოქალაქო სექტორის კანდიდატს - 7,9 %-მა, ხოლო სხვა პოლიტიკური ძალას - 1,6 %-მა.

პოლიტიკური ლიდერების საქმიანობის შეფასების შედეგები ასეთია:

საქართველოს პრეზიდენტი - 12% დადებითად , 31% ნეიტრალურად, 41.9% უარყოფითად

ბიძინა ივანიშვილი - 58 % დადებითად, 25% ნეიტრალურად, 6.5% უარყოფითად.

კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის დაუჭერდით მხარს, 63 %-მა უპასუხა - კოალიცია „ქართულ ოცნებას“, 10%-მა - “ნაციონალური მოძრაობას“, 4.3%-მა - ლეიბორისტებს, ხოლო 2%-მა „ქრისტიან-დემოკრატებს“.