საზოგადოება
არასამთავრობოებმა ზაქარეიშვილის სახლთან მავთულხლართები გააბეს

1-mavTulxlartebiiსაქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებმაც მდუმარე აქციის ფორმას მიმართეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის სახლთან პროტესტის ნიშნად მავთულხლართები გააბეს.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ამ ფორმით დიცში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ  და პაატა ზაქარეიშვილსა და გიორგი მარგველაშვილს უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

"ჩვენ აქ სიმბოლურად გავაკეთეთ მავთულხლართი. კეთილი ინებონ, როგორც ამ მავთულხლართს მოხსნიან, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებითაც იგივე გააკეთონ. ყოვლად დაუშვებელია, რაც დღეს საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებით ხდება და კიდევ უფრო აღმაშფოთებელია ჩვენი ხელისუფლების რეაქცია. მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატია და ძალიან სამწუხარო იქნება, თუ მომავალში პრეზიდენტობის დროსაც ამ რიტორიკას შეინარჩუნებს", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპულ-დემოკრატიული ცენტრის" წარმომადგენელმა ირაკლი ბარბაქაძემ.