სამართალი
მერაბიშვილი: „დარჩენილი ცხოვრების ოჯახისთვის მიძღვნას ვაპირებდი“

1-vano-processსაქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. გუშინდელ სასამართლო სხდომაზე „ნაცმოძრაობის“ გენმდივანმა ვანო მერაბიშვილმა განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, 26 მაისის აქციის დარბევის დროს ორი ადამიანი გარდაიცვალა და ამ ბრალდებით დაპატიმრებულები ამნისტიის შედეგად გათავისუფლდენ.

იმ ფონზე, როდესაც დაჭერილ კანონიერ ქურდებს ათავისუფლებენ, მე, როგორც მათ მოწინაამდეგე ერთ-ერთ მებრძოლს, არ მიკვირს, რომ დღეს ციხეში ვზივარ. ვაპირებდი პარტიიდან წასვლას და დარჩენილი ცხოვრების შვილებისა და ოჯახისთვის მიძღვნას, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ საქმე ბოლომდე არ მიგვიყვანია და ჩვენი ლოზუნგი - „გასაკეთებელი კიდევ ბევრია“ - ძალაში რჩება", - აღნიშნა მერაბიშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით გუშინ ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას მისი ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.