საზოგადოება
გრიგორი კარასინი: “ყველაფერი, რასაც რუსი მესაზღვრეები აკეთებენ, ქვეყნის ხელისუფლების დავალებით ხდება!”

1-grigori-karasinსაქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრისას რუსი მესაზღვრეების ქმედებებს არ განიხილავენ. ამის შესახებ კარასინმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეხვედრებისას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ არანაირ საკითხს არ შეეხებიან

კარასინის განმარტებით, „ყველაფერი, რასაც რუსი მესაზღვრეები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აკეთებენ, ქვეყნის ხელისუფლების პირდაპირი დავალებით ხდება, რადგან ისინი იქ იმყოფებიან ორმხრივი სახელმწიფო შეთანხმების საფუძველზე“.