პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილი: „შესაძლოა, ვიღაცას არ მოსწონს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება დავიწყეთ!“

1-georgia-prime-ministსაქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რომელიც მან გუშინ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში სტუმრობისას გააკეთა, საოკუპაციო ხაზთან არსებული პრობლემა, შესაძლოა, აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზეც გაირკვეს.

"უნდა მოვითმინოთ და ყველაფერი გაირკვევა. უნდა მოვახერხოთ და დავალაგოთ რუსეთთან ურთიერთობები. ეს არაა იოლი საქმე, მაგრამ ამას არც განუსაზღვრელი დრო დასჭირდება. უშუალოდ დიცში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით კი, 5 ივნისისთვის შეიძლება გაირკვეს ყველაფერი, როცა ჩემი სპეციალური წარმომადგენელი პუტინის წარმომადგენელს შეხვდება, თუმცა, მე მაინც მგონია, რომ გაუგებრობაა... შეიძლება რაღაც პროვოკაციაც იყოს. ანალიზის კარგი უნარი მაქვს და ვფიქრობ, ეს რუსეთის ინტერესებში არ შედის... თანაც არ დაგვავიწყდეს, არცერთი სახელმწიფო მკაცრად ვერტიკალით არ იმართება,  არ გამორიცხოთ, რომ შესაძლოა, იქაც რაღაც ძალები რაღაც გავლენას ახდენენ და არ მოსწონს ვიღაცას, რომ  შესაძლებელია ურთიერთობების დალაგების პროცესი დაიწყოს", - აღნიშნა ივანიშვილმა.