რუსმა სამხედროებმა პერევში საგუშაგო 200 მეტრით გადმოსწიეს
საქართველო, 31 მაისი,
საქინფორმი. „
პირველი რადიოს“ მიერ გავრცელებული ცნობით, რუსმა ჯარისკაცებმა "საოკუპაციო ხაზი" 200 მეტრით საჩხერის რაიონის სოფელ პერევის მიმდებარე ტერიტორიაზეც გადმოსწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის" თავმჯდომარე
ალუდა მახარია ავრცელებს. მახარიას ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში 200 მეტრით გადმოიტანეს საგუშაგო და მათი კონტროლირებადი ზონა გააფართოვეს.
შემთხვევა სოფელ სინაგურთან მოხდა, რომელიც 1991 წლამდე ჯავის რაიონის შემადგენლობაში შედიოდა, რის გამოც გამო სინაგური, სოფელ პერევთან ერთად, 2 წლის მანძილზე - 2008 წლის აგვისტოდან 2010 წლის ოქტომბრამდე ოკუპირებული იყო რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ძალების მიერ, - იუწყება „პირველი რადიო“.