პოლიტიკა
გარდა ამისა, დოკუმენტების მიხედვით, ცნობილმა მსახიობმა, რომელიც სურათებს საკუთარი სხეულით ხატავს, ერთი ნახატი საქართველოს პრეზიდენტისთვისაც შექმნა, რაშიც სააკაშვილმა 3 წლის წინ 5 993 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.
არამიზნობრივად დახარჯულ თანხებს შორის ირიცხება პრეზიდენტის მიერ ამერიკელი ბიზნესმენი კრისტინა ვუსავას სასტუმრო "რედისონში" ცხოვრების ხარჯების ანაზღაურება, ასევე, მისთვის ბოტასების შეძენა, რაშიც, საერთო ჯამში, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 6 668 ლარი გადაიხადა.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, საქმე დიდია, მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე, საქმის სხვა დეტალებზე ჯერ არ ლაპარაკობენ. თუმცა აცხადებენ, რომ პროკურატურას გარკვეული კითხვები აქვს. "გამოძიებას აქვს უფლება, ყველა პირის მიმართ, ვისთანაც ეს გახდება საჭირო, დასვას შეკითხვები, მათ შორის პრეზიდენტთანაც. კანონი არ კრძალავს პრეზიდენტის დაკითხვას", - განაცხადა მთავარი პროკურატურის პრესმდივანმა ხათუნა პაიჭაძემ.